ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური ხდება

ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური ხდება, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ.

„ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსი ამდენ ქვეყანაში გავრცელდა, პანდემიის საფრთხე რეალური ხდება. თუმცა, ეს იქნება ისტორიაში პირველი პანდემია, რომლის კონტროლი შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 104 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 109.343 ადამიანია ინფიცირებული.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიაოთარ დანელიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა