ახალი, კოალიციური ხელისუფლება შედეგს მოიტანს ყველასთვის – წერეთელი

region
ავტ.: region ოქტომბერი 13, 2020 15:43

ახალი, კოალიციური ხელისუფლება შედეგს მოიტანს ყველასთვის – წერეთელი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ზესტაფონის რაიონში, ტაბაკინის, კლდეეთისა და ალავერდის მაცხოვრებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

წერეთლის თქმით, ამ რაიონში მძიმე სოციალურ პირობებს ინფრასტრუქტურული პრობლემებიც ერთვის თან, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივების ყოფით ცხოვრებას.

წერეთელმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება ის მძიმე კრიზისი, რომელშიც ქვეყანა დღესაა შესულ და ევროპული საქართველოს გეგმა თითოეულ მოქალაქეს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„კიდევ ერთხელ ვესტუმრე ტაბაკინს, კლდეეთსა და ალავერდს. მიუხედავად საშემოდგომო სამუშაოებისა და მოუცლელობისა, მადლობელი ვარ, რომ არ დაიზარეს შეხვედრაზე მოსვლა. კვლავ ვისაუბრეთ იმ უამრავ პრობლემაზე, რაც სოფელში ცხოვრებას თან სდევს. იმედი მაქვს წყლისა და გაზმომარაგების საკითხი არჩევნების შემდგომ მოგვარდება და ის აუცილებელი ცვლილებებიც, ახალი, კოალიციური ხელისუფლება შედეგს მოიტანს ყველასთვის.“ – განაცხადა წერეთელმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 13, 2020 15:43