ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები – საქართველოში ევროკავშირის ელჩი ჩორჩანაში შექმნილ ვითარებაზე

ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰერცელმა ჟურნალისტებს ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. კარლ ჰერცელის თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინფორმირება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება.

“ძალიან შეწუხებული ვარ მე პირადად და ევროკავშირის ყველა სტრუქტურა. ეს ახალი გარემოებები შეიცავს რისკებს და სტაბილურობისთვის მოაქვს არასასურველი შედეგები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ცხადია, ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს მუდმივი კავშირი. ვგულისხმობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დონეზე ხდება ევროკავშირის ინფორმირება იმისთვის, რომ სიტუაცია სტაბილური იყოს და არ მოხდეს გაუარესება”, – განაცხადა კარლ ჰერცელმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან
შემდეგი სტატიაNATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა