ახალი გამოძიება – მეუფე პეტრე ციანიდის საქმეზე პროკურატურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პროკურატურას ბოდიშის მოხდას და მამა გიორგი მამალაძის პატიმრობიდან დაუყონებლივ გათავისუფლებას სთხოვს.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ შოთაძის უწყებამ დღევანდელი განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მღვდლის უდანაშაულობა აღიარა.

“შეცდომაში შეიყვანეს ადამიანები და ცა ჩამოუნგრიეს. პროკურატურამ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ აბსურდული მიზეზით დახურა სასამართლო სხდომები. პროკურატურამ უნდა მოიხადოს ბოდიში და სასწრაფოდ აღკვეთოს დღემდე უკანონოდ არსებული პატიმრობა ღვთისმსახურისა და სასულიერო პირისა”- განაცხადა მეუფე პეტრემ.

მედიაში ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძის ყველა ადვოკატი დაიბარა.

banner
წინა სტატიაში“რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან დებატებზე და არა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან”- კახა კალაძე
შემდეგი სტატიადავით თარხან მოურავი მოსკოვში არაფორმალურ შეხვედრებს მართავს