„ახალი ერთობა საქართველოსათვის“ ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე „საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა: რეალობა და პოტენციალი“ გაიმართება

24 მარტს 11.00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივი პლატფორმა „ახალი ერთობა საქართველოსათვის“ ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე „საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა: რეალობა და პოტენციალი“ გაიმართება.

როგორც „ახალი ერთობა საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ ვაშაკიძე აცხადებს, ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ოფიციალური პირები, პოლიტიკური პარტიები, დიპლომატები, ჟურნალისტები, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საკვანძო საკითხებზე არაფორმალური მსჯელობისათვის.

„საქართველოს ამჟამინდელ სახელმწიფოს უკვე მეოთხედი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენმა მოქალაქეებმა საკმაოდ მძიმე პირობებში შეძლესსახელმწიფოებრიობის დღემდე მოტანა. ეს, თავისთავად, სერიოზული მიღწევაა. თუმცა, ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და აღმშენებლობის პროცესი უნაკლოდ და სწორად წარიმართა.

განვლილი პერიოდი ხასიათდება უმძიმესი დანაკარგებით: ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ეკონომიკის ინფრასტრუქტურის ძარცვა და ნგრევა, სერიოზული დემოგრაფიული დანაკარგები და ა.შ. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს დანაკარგები ობიექტური ანუ, ძირითადად, გარე ფაქტორების გარდა, გამოწვეულია, ასე ვთქვათ, სუბიექტური ფაქტორებითაც, თავად ჩვენი ერის არასახარბიელო მდგომარეობითა და მისი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახით არსებობის უნარის სერიოზული დეფიციტით.

ამ დანაკარგების მიზეზებში სუბიექტური ფაქტორი ჭარბობს. ანუ ზიანი, რომელიც გარე ფაქტორებისაგან – მტრისაგან მოგვადგა, შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ჩვენ თვითონ ვერ ვივარგეთ. ყველაფერთან ერთად კი, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მეოთხედსაუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში, საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს მტერზე არანაკლები ზიანი უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებმა მიაყენეს.

წარსული შეცდომების აღიარებასთან ერთად, აუცილებელია, ნათლად დავინახოთ და ვაღიაროთ ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის დონე, განწყობა და მთლიანობაში სახელმწიფოს მდგომარეობა ვერ პასუხობს ჩვენი დღევანდელი თუ ხვალინდელი დღის გამოწვევებს და ამოცანებს. რეალობა უფრო დაუნდობლად რომ გავაშიშვლოთ, უნდა ითქვას, რომ მძიმე პრობლემების წინაშე მდგარ მსოფლიოში და გეოპოლიტიკურად მეტად სახიფათო რეგიონში მყოფი საქართველო, მისი საზოგადოება და სახელმწიფო, თავისი დღევანდელი მდგომარეობით, მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე უბრალოდ სიცოცხლისუნარიანი არ არის“ – განაცხადა ნიკლოლოზ ვაშაკიძემ.

ცნობისდთვის ღონისძიება 24 მარტს 11.00 საათზე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი) გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკაცვშირდით: 591 94 91 92 გვანცა

banner
წინა სტატიაში,,ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის საგანგებო განცხადება!
შემდეგი სტატიაპუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებს რუსულ არმიაში შესვლის უფლება დართო