ახალი დეტალები 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში – ზვიად კუპრავა გამოძიების დაწყებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე, გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება ”შაბათის კურიერის” მიერ გავრცელებულ ახალ დეტალებს.
საუბარია მოკლული მოსწავლეების მეგობრების ჩანაწერზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთი არასრულწლოვნის ოჯახის წევრი ფაქტების დამახინჯებით არის დაინტერესებული და სასურველი ჩვენების მისაღებად მათ სოლიდურ თანხას სთავაზობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის შეფასებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციაა, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
„კონკრეტული პირები იჩენენ მოჭარბებულ ინტერესს აღნიშნული საქმის მიმართ, არაკეთილსინდისიერ ინტერესს და მოწმეებს სთავაზობენ კონკრეტულ თანხებს, კონკრეტული ჩვენებების სანაცვლოდ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ პროკურატურას განცხადებით, რომ დაიწყონ გამოძიება,“-განაცხადა ზვიად კუპრავამ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მუხიანის აგარაკებზე, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან