ახალი დეტალები 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე

ვარკეთილში 16 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ლომბარდის მეპატრონე ამბობს, რომ ტელეფონი 220 ლარის საფასურად დაალომბარდეს.

„არსებობს კამერის ჩანაწერებიც, ჩვენ არასრულწლოვნებისგან ნივთებს არ ვიღებთ, ტელეფონი 65 წლის კაცმა მოიტანა, ის ტაქსის მძღოლია. გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებაც“, – აცხადებს ლომბარდის მფლობელი.

16 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლი და კიდევ ხუთი პირია დაკავებულია, მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს შორის 2 არასრულწლოვანია.

ოჯახის ახლობლების ერთ-ერთი ვერსიით, 16 წლის ბიჭი თავს არ მოიკლავდა, ის სახურავიდან გადმოადგეს.

23 სექტემბერს ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე გამოძიება ძარცვის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიაძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა