ახალი ავტობუსები N51 მარშრუტზე გავიდნენ

ახალი, ლურჯი ავტობუსები N51 მარშრუტზე პირველად გავიდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეკოლოგიური, შშმ პირებზე ადაპტირებული და კომფორტული ავტობუსები გლდანულას დასახლებიდან, გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებენ.

შენარჩუნებულია მგზავრობის სტანდარტული ტარიფი – 50 თეთრი და მერიის მიერ დაწესებული შეღავათები.

ახალი წლიდან სიახლე შეეხება N15 და N95 მარშრუტებსაც. აღნიშნულ ხაზებზე პატარა ავტობუსების ნაცვლად დიდი ყვითელი ავტობუსები იმოძრავებენ.

გერმანული ავტობუსებით „ბოგდანების“ მორიგი ჩანაცვლება იანვრის ბოლოს – N37 მარშრუტზე მოხდება. მარტში კი, თბილისის ავტოპარკი Man-ის 143 ავტობუსით განახლდება.

მერიის მიერ დაწყებული ავტობუსების პარკის გადახალისების პროექტი მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში კი , თბილისის ავტოპარკის სრულად განახლებაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიმაკკეინი: თუ ერთად არ ვიდგებით, ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი: შესაძლოა, ივნისში პრეზიდენტი გადადგეს, როცა საკონსტიტუციო კომისია ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს