ახალი ავტობუსები ხვალიდან მარშრუტებზე გადანაწილდებიან

ხვალიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:
N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;
N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);
N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);
N47 – ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);
13 თებერვალს კი, ახალი ავტობუსები კიდევ 5 სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:
N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;
N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;
N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;
N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);
N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები.

banner
წინა სტატიაშისაკრუიზო გემ „ბრილიანტის პრინცესაზე“ კორონავირუსის დამატებით 60 შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიანაცებისა და ქოცების ანტიეროვნული, ცრურელიგიური, დექრისტიანული და ეგოისტური ჭიდილი უკვე ყელშია ამოსული