ახალი ათონის მღვიმე

ახალი ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე იხსნება. მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებრივ, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“, „ჰელიქტიტების დარბაზი“ და სხვა. ზოგიერთი მათგანი მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით, ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით. ცალკეულ დარბაზებშია პლასტიკური თიხის დიდი სისქის (10-30 მ) ნალექები, ნგრეული მასალა. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1 მლნ. მ3 აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-14,4 °C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100% ფარგლებში ირყევა. მღვიმეში გვხვდება კიბოსნაირნი, ობობასნაირნი, მრავალფეხიანები და სხვა. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა. „საქქალაქმშენსახპროექტის“ ინსტიტუტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა „თბილგვირაბმშენის“ მიერ და გაიხსნა 1975 წელს.

672_big73_big123_5124ახალი ათონი. აბა, ვის დაგილევიათ ამ ტბის წყალი?a8ukfdaaeed9c7b6eLortqifanidze Marika-033New_Athos_cave_(3338659910)p1080012post-95-1256076120

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში აჭარულ ხაჭაპურს “ნოეს კიდობანს” ანუ “ყველიან ნავს” ეძახიან
შემდეგი სტატიაუკრაინის ახალი პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი გახდება