თბილისში, ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით, ყოველკვირეული საპროტესტო მარში მიმდინარეობს. დღევანდელი მსვლელობის მთავარი ლოზუნგია: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
აქციის დაწყებამდე, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და მოქალაქეებს მსვლელობაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
მოქალაქეები უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.















