აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შსს-ში გამართულ თათბირს დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და უშიშროების საბჭოს მდივანი მოჰამედ კილბა დაესწრნენ.
თათბირზე სიტყვით გამოსვლისას, დე-ფაქტო შს მინისტრმა ლეონიდ ძიაშპამ განაცხადა, რომ ახალი აფხაზური პასპორტების გაცემა 10 ივლისის შემდეგ დაიწყება. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეფერენდუმის მისადგომებთან, რომ მათ, ვისაც უნდა მასში მონაწილეობის მიღება, პრობლემა არ შეექმნას.
ხაჯიმბამ რეფერენდუმის 2016 წლის 10 ივლისს დანიშნა. შესაბამისი განკარგულების საფუძველზე ფინანსტა მინისტრს დაევალა რეფერენდუმისათვის საჭირო თანხები მოიძიოს.