ახალგაზრდული ლაბორატორია მარტვილში

მარტვილში შეიქმნა ახალგაზრდული ლაბორატორია COLAB – Youth Laboratory for Democracy and Human Rights, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტის პროცესში.

COLAB-ის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა მარტვილის პრობლემების ციფრული რუკა — ინტერაქტიული პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მონიშნონ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები (ინფრასტრუქტურა, ეკოლოგია, განათება, ხელმისაწვდომობა, სოციალური საკითხები და სხვა).

ციფრული რუკის მიზანია:
• ადგილობრივი პრობლემების ვიზუალური და სისტემური დაფიქსირება
• მოქალაქეებსა და თვითმმართველობას შორის კომუნიკაციის გამარტივება
• მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება

COLAB ხელს უწყობს მოქალაქეობრივი განათლების, დემოკრატიული კი ჩართულობის და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერებას.

ინიციატივა ღიაა ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის. იმ პირებს, ვისაც თავად არ შეუძლია რუკაზე პრობლემის დამატება, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და COLAB-ის გუნდი დაეხმარება პრობლემის იდენტიფიცირებასა და დაფიქსირებაში
ახალგაზრდული ლაბორატორია შეიქმნა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ორგანიზებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ახალგაზრდული ლაბორატორიების ბანაკის შედეგად, რომელიც განხორციელდა პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. ახალგაზრდული ლაბორატორიების მიერ წარმოებული კომუნიკაცია და აქტივობები არ ასახავს ევროპის საბჭოს ოფიციალურ აზრს.

📍 ინიციატივა ხორციელდება მარტვილში 👥 სამიზნე ჯგუფი: ახალგაზრდები და ადგილობრივი მოსახლეობა 🌐 ციფრული რუკის ბმული – [https://www.google.com/maps/d/edit?mid=1_JplK3iG72QhRq8OJvFne4tl2QVn-Tk&usp=sharing 📩 კონტაქტი: [FB გვერდი https://www.facebook.com/share/17pXbVANNN/?mibextid=wwXIfr

banner
წინა სტატიაში“იმის ნაცვლად, რომ საპატრიარქოს მამა დოროთე “ქოცური” ტერორისგან დაეცვა, თვითონ გახდა ამ ტერორის განხორციელების ინსტრუმენტი” – ბექა მინდიაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინის საკითხზე ბერლინში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ