25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა.

„ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა. მინისტრმა ალექსანდრე ქაჯაიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ალექსანდრე ქაჯაია ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე, სხვადასხვა საჯარო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებდა. ის ასევე გახლდათ საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელი“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს “ოქროს საწმისის” ორდენი გადასცა
შემდეგი სტატიარეფერენტული ფასი კიდევ 200-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა