ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა, უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე – მდინარაძე

ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აქციის თითოეულმა წევრმა უნდა გაიაზროს, რომ კანონის შესახებ რუსულობაზე არგუმენტები არსებობს.

„დღეს გამჭვირვალობის კანონის მესამე მოსმენით განხილვაა, რაც ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?! ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა. ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.

აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა, უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები. ვინ აფინანსებს? – ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება. ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინასება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება. არა რუსულ კანონს! კი ევროპას! კი გამჭვირვალობას! კი საქართველოს დამოუკიდებლობას“, – წერს მდინარაძემ სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი “ქართულ ოცნებას” მტკიცე პოზიციას უწონებს
შემდეგი სტატიანიკო ნერგაძე კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს