ახალგაზრდების გაფიცვას სდასუ-ს სტუდენტებიც უერთდებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.
“ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს,” – ამბობენ სტუდენტები.
ახალგაზრდები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და ამბობენ, რომ აუდიტორიებში კანონის ჩაგდებამდე არ დაბრუნდებიან.