ახალგაზრდა, რომელსაც რუსთავში ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

Crime Scene

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს სოფელ გაჩიანში, როგორც გაირკვა პოლიცია და ახლობლები მას რუსთავში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ.
მამაკაცი საკუთარ ავტომობილთან ნახეს გარდაცვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიაარასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად პოპულარიზაციით ცდილობდა მიეღწია დეკრიმინალიზაციისთვის – დიმიტრი ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე