ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს თბილისში ქმარმა მოკლა, ზუგდიდელია

პირი, რომელმაც გურამიშვილის გამზირზე, ავტობუსში ცოლს ყელი არასწრულწლოვანი შვილის და სხვა თვითმხილველების თვალწინ გამოჭრა – 1983 წელს დაბადებული როინ მებონიაა. გარდაცვლილი კი, 1991 წელს დაბადებული სოფო კვარაცხელია.ორივე მათგანი ზუგდიდელია. წყვილი თბილისში რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ცხედარი ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. თვითმხილველების გამოკითხვა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალია უკრაინას 250 მილიონი ევროს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაროგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი – ღარიბაშვილი