ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის თბილისში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა

თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.  გარდა იმისია, რომ “Hello Joe”-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.
ესაა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, საათობრივად მიიღონ ანაზღაურება, რომელიც თავის მხრივ მორგებული იქნება მათ გრაფიკზე და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მუსიკოსებს ექნებათ საშუალება გამოიმუშავონ შემოსავალი მათთვის სასურველ დროს. “Hello Joe”-ს სტუმრები კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს მოისმენენ. გარდა ამისა, ეს კაფე შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პროდიუსერებმა დამწყები მუსიკოსები შეარჩიონ სხვადასხვა პროექტებისთვის. “Hello Joe” ორიენტირებულია 18-დან – 30 წლამდე ასაკის მუსიკოსებზე და მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას.
პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელოუ ჯოი“განახორციელა.
სოციალური კაფეს პირველი სტუმრები სპორტისა და ახლაგარდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ბავშვთა და ახლაგზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ანწუხელიძის გმირობა დარჩება საქართველოს ისტორიას და მომავალ თაობებს
შემდეგი სტატიაევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 86 მოქალაქე დააბრუნეს