ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2020 17:20

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემდეგ, სასამართლომ კიდევ ერთ სხდომაზე პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე იმსჯელა. გამოძიება დაკავებული პირის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ამ თანამდებობაზე ყოფნით ბრალდებული ხელს შეუშლიდა გამოძიებას, ასევე შესაძლოა, მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა ან შეემსუბუქებინა დანაშაული.

ადვოკატიც და ბრალდებულიც პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2020 17:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics