11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ახალციხის სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებულს, 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შეუწყნარებლობის მოტივით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაზარალებულთან, მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ცხოვრების წესის შეცვლა გამოიწვია.

„ასევე, ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტომასალას.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა მეორე დაზარალებულთან სქესობრივი აქტი, რომელიც სოციალური ქსელის „ინსტაგრამის“ საშუალებით მის ყოფილ პარტნიორს გაუგზავნა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება) (ორი ეპიზოდი) და 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპეტერ მადიარი: პრეზიდენტმა მაცნობა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას მე დამავალებს
შემდეგი სტატიამარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, ცოფის ვირუსის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს