15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ახალციხის N1 სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TOK2Region მშობლებზე, ეკატერინე წამალაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც გამოცემასთან მშობელი ამბობს, ინციდენტი 18 სექტემბერს მოხდა. დაპირისპირებამდე, მშობლის თქმით, სკოლაში მისი შვილის სწავლის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობდა. წამალაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა მათემატიკაში ექსტერნის გამოცდა ვერ ჩააბარა და ამის გამო მომდევნო კლასში ვერ გადავიდა. მისი შეფასებით, სკოლის გადაწყვეტილება სუბიექტური იყო. მშობელი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსწავლესა და მათემატიკის მასწავლებელს შორის წინა წლებში არსებულ დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.

მშობელი ამბობს, რომ მასწავლებელი მოსწავლეს დაგვიანებისა და გაცდენების გამო უარყოფით შეფასებებს უფიქსირებდა, რის გამოც მას ექსტერნის გამოცდა დაენიშნა. მათემატიკის მასწავლებელი მშობლის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ მოსწავლე ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და სწორედ ამის გამო მოუწია ექსტერნის გამოცდაზე გასვლა.

banner
წინა სტატიაშიგახარია: საკმაოდ „საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი პარტიის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაკრამატორსკზე რუსული იერიშის შედეგად წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და ათობით სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა