ახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ თანამდებობა დატოვა

საკადრო ცვლილებები ახალციხეში.ქალაქ ახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ თანამდებობა დატოვა. კოპაძე “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხე-ადიგენის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

ყოფილი მერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას უახლოეს მომავალში გაგმავს.

ამასთან, ახალციხის ვიცე მერად დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი ილია ზარდიაშვილი, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს.

გარდა ამისა, ცვლილებებია, ასევე, ახალციხის ისტორიული ციხის კომპლექსის ადმინისტრაციაშიც. კომპლექსის დირექტორად ახალციხის მერის პირველი მოადგილე ზაზა თამარაშვილი დაინიშნა

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა