ახალციხის მერიამ “ნაციონალურ მოძრაობას” შეკრებაზე უარი უთხრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებით ახალციხეში მერიამ პარტიას კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა და შეკრებაზე უარი უთხრა.

„როგორც ცნობილია 24 ივლისს, 17 საათზე, ქალაქ ახალციხეში ნაციონალურ მოძრაობას, დანიშნული აქვს შეხვედრა თავის ამომრჩეველთან. ეს შეხვედრა საკმაოდ მრავალრიცხოვანი იქნება, დაახლოებით ორიათას კაციანი. ამის შესახებ ჩვენ მივწერეთ მერიას როგორც კანონი ითვალისწინებს 5 დღით ადრე, მაგრამ მოვიდა რაღაც გაურკვეველი პასუხი, რომელიც ფაქტიურად გვეუბნება, რომ იქ შეხვედრა აკრძალუალია.

მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას დაანებონ კონსტიტუციის დარღვევას თავი, იმიტომ რომ კონსტიტუცია ჩვენ გვეუბნება: კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარ გაფრთხილების აუცილებლობა თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისა ან მანიფესტაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ივანიშვილის რეჟიმს, ჩვენ 24 ივლისს 17 საათზე აუცილებლად შევიკრიბებით შოთა რუსთაველის ძეგლთან ქალაქ ახალციხეში. მოვუწოდებ მთავრობას დაიცვას კანონი და თუ რაიმე გართულებები მოყვა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ.“- აცხადებს ჩილინგარაშვილი.

banner
წინა სტატიაშითემურ ჯანაშია: საქართველოს უშიშროების მინისტრი უკანა კარიდან გაიქცა მოსკოვში
შემდეგი სტატია“ეს არის საგანგაშო”- თამარ კორძაია გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება