ახალციხის ცხელების ცენტრში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ახალციხის ცხელების ცენტრში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. პირს, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს, კლინიკა “იმედში” ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს. ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად 14 პირის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს, საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ ერთზე მოვიდა. კორონავირუსი ახალციხეში პირველ პაციენტს, 25 აპრილს დაუდასტურდა. მეორე შემთხვევა 29 აპრილს გამოვლინდა, მესამე კი დღეს.

“მას შემდეგ რაც კლინიკა იმედი, ცხელების ცენტრად გადაკეთდა, ჯამში 65-მდე პაციენტის ანალიზი გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ყველა მათგანი ახალციხის საკარანტინიე ზონიდან შემოვიდა და სამივეს მოგზაურობის ისტორია აქვს” – აღნიშნა გიორგი ბარძიმაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია2019 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობამ 96 864 შეადგინა