ახალციხეში, სოფელ აწყურთან მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ SKnews ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, “სუბარუს” მარკის ავტომობილი სავარაუდოდ ცხენს შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. გარდაცვლილები სოფელ აწყურიდან არიან.

















