ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე ხვალ „Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართება

ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე ხვალ, 14:00 საათზე, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები საჩვენებელ წვრთნებს გამართავენ, სადაც ქვეითები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია იქნება მიზიდული.

„საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ, მიწვეული სტუმრებისთვის სწავლებაში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს ადგილზე საშუალება ექნებათ, მრავალეროვნულ სწავლება „Agile Spirit 2016“-ში მონაწილე ყველა სახის სამხედრო ტექნიკა პირადად დაათვალიერონ“,-აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიThe Washington Times: საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის ერთგული პარტნიორია
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს