ახალციხეში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს

ახალციხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შსს–ში აცხადებენ, მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ედება ბრალი.

უწყებაში ამბობენ, რომ ი.ბ. ძმასთან ერთად არის დაკავებული. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ქალბატონი ცემეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 აპრილს შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის კრიტიკული ანგარიში – იუსტიციის საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკალაძე : გამოვედით მდგომარეობიდან, როცა ერთი ადამიანის გემოვნებით ხორციელდებოდა ქვეყანაში პროექტები, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი