ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ის დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია და გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა.

“დღეს გარდაიცვალა 34 წლის მამაკაცი და მინდა მის ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო და ახალციხელებს ზოგადად. ორი კვირა აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. როგორც ჩანს ვირუსმა სუნთქვის უკმარისობა გამოიწვია და ვეღარ გადაიტანა” – აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი ზურაბ მაღრაძე.

პაციენტი მკურნალობას ჯერ ხარაგაულში, შედეგ კი საჩხერის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადიოდა. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიუკანონო პატიმრობის მეოთხე დღე – 65 წლის მირიან თაზიაშვილი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა