ახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, უკვე მოძიებულია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში არიან.

ამასთან, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიცესკო: კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას შარტავას და შენგელიას ქუჩაზე შეხვდა