ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაიას სოციალური ქსელით ავრცელბს. მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენი, ასევე ცოცხალი ძალა და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნულ ლოკაციაზე მუშაობს განსაკუთარებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 170-მდე თანამშრომელი, ასევე სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში,,ენმ” მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატია3 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადავარდა, კონტაქტური გახდა