ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერი სეტყვის შემდეგ ამოვარდნილმა ქარმა ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.

ჩამოვარდნილმა სახურავმა დენის და გაზის გაყვანილობა დააზიანა. შემთხვევას შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და მერიის სამსახურები.

ამ დროისთვის ქალაქის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშივალერი კვარაცხელიას მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, სუს-მა შს სამინისტროს მიმართა
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზა“ ვანესა-მეის კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს