ახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში 31 წლის ქალი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის სოფელ ბოლაჯურიდან იყო და ბინაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, ის ახალციხეში კვების ერთერთ ობიექტში მუშაობდა. დღეს სამსახურში უნდა მისულიყო და როცა არ გამოცხადდა, თანამშრომლებმა მისი ძებნა დაიწყეს. “ამასობაში კი მისი სახლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სახლში გარდაცვლილი უნახავთ”, – ამბობენ კვების ობიექტში.

მათი თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი სოფელში უკვე გადაასვნეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
შემდეგი სტატიასახელმწიფო აუდიტისთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კომისიას ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს