ახალაიას ახალი განაჩენი – 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ის ასევე დამნაშავედ ცნეს ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საუბარია 2005 წელს გატაცებულ ვამეხ აბულაშვილსა და კახა დაბრუნდაშვილზე, რომელთა საქმეები გირგვლიანის ეპიზოდთან გააერთიანეს. გამოძიების ინფორმაციით, პირადი შურისძიების მოტივით მითითებული პირები ოქროყანის სასაფლაოზე პირადად ახალაიამ გაიტაცა.

დათა ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და ადამიანის ღირსების შემლახავ, დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენების გამო.

ახალაიას სანდრო გირგვლიანის, ლევან ბუხაიძის, კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ეპიზოდზე საბოლოოდ განესაზღვრა შვიდი წლით და ექვსი თვის ვადით პატიმრობა და ერთი წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება

banner
წინა სტატიაში“არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია” – კახი კალაძე
შემდეგი სტატია“მეორე ტურში ყველა ვაშაძის გარშემო უნდა გაერთიანდეს, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ზურაბიშვილის დამარცხება მას შეუძლია” – ელენე ხოშტარია