ახალ ზელანდიაში მსხპერპლთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

 

ახალ ზელანდიაში ტერორისტული აქტის შედეგად მსხპერპლთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. კრაისტჩარჩის ერთ-ერთ მეჩეთში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დღეს პირველი დაკრძალვები გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა დაღუპილი მუსლიმია, მათი ასაკი 2-დან 77 წლამდეა. 40 დაჭრილთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია – “დოიჩე ველე” წერს.

ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილმა ბრენტონ ტარანტუმ თავდასხმამდე 9 წუთით ადრე თავისი 74 გვერდიანი მანიფესტი 30 ადამიანს გაუგზავნა. მათ შორის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასინდ არდერნი. პრემიერმა დაადასტურა დოკუმენტის მიღება და თქვა, რომ ტექსტში ტერაქტის შესახებ კონკრეტული ადგილი ან დეტალები არ იყო მითითებული. არდერნის განცხადებით, ტექსტი მიღებიდან ორ წუთში უშიშროების სამსახურებს გადაეგზავნათ. ტარანტუმ მანიფესტი, სადაც თეთრი რასის უპირატესობაზე საუბრობს, სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა მკაცრად უპასუხა ტრამპის კრიტიკას
შემდეგი სტატიაევროკავშირი ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას არ აპირებს