ახალ ზელანდიაში მიწისძვრის შემდეგ კაიკუტას მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ახალი ზელანდიის სამაშველო სამსახურებმა ქალაქ კაიკუტას მოსახლეობის და ტურისტების ევაკუირება მოახდინეს. კაიკუტა ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს და ის მიწისძვრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. კუნძულის სამხრეთიდან ხალხი ოთხ სამხედრო ვეტმფრენს გამოყავს. ქალაქი მიწისძვრის შედეგად კუნძულის სხვა ნაწილებს ჩამოეჭრა. იქ ამ წუთამდე იგრძნობა მიწისქვეშა ბიძგები.
13 და 14 ნოემბერს ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისქვეშა მიძგები დაფიქსირდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, 7,4 მაგნიტუდის რყევა იყო.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – საქართველოს მთავრობა ლარის დასტაბილურების დამაჯერებელ გეგმას წარმოადგენს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმას მოკლე დროში ჩამოაყალიბებენ