ახალ ზელანდიაში ყოფილმა სექს-მუსაკმა რაინდის ტიტული მიიღო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 16:40

ახალ ზელანდიაში ყოფილმა სექს-მუსაკმა რაინდის ტიტული მიიღო

ყოფილი სექს-მუშაკი კატრინ ჰილი, რომელმაც ახალ ზელანდიაში პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციას მიაღწია, დამსახურების ორდენის კავალერი გახდა და “ლედის” ტიტული მიიღო, რაც მამაკაცემის “სერ”-ის ტიტულს უთანაბრდება.
62 წლის ჰილმა რაინდის ტიტული 4 ივნისს მიიღო. ის პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის გაიცემა. “როცა მითხრეს, რომ ლედი გავხდი, უბრალოდ შოკში ვიყავი” – თქვა კატრინ ჰილმა “ბიბისისთან” ინტერვიუში.

1980-იან წლებში კეტრიკი სკოლის მასწავლებელი იყო, შემდეგ კი პროსტიტუციით იყო დაკავებული. მისი თქმით, ის უბრალოდ, გაოგნებული იყო, რომ სექს-მუშაკებს არანაირი კანონიერი უფლებები არ ჰქონდათ. “ჩვენ, ახალგაზრდა სექს-მუშაკებს უპატივცემულოდ გვესაუბრებოდნენ. უნდა მიგეღწია იმისთვის, რომ ჩვენთვის მოესმინათ და ჩვენი მდგომარეობა გაეგოთ” – ჰილი ამბობს. მან 1987 წელს შექმნა ორგანიზაცია “ახალი ზელანდიის პროსტიტუტების კოლექტივი” (NZPC), რომელიც სექს-მუშაკების უფლებებისთვის იბრძოდა. ორგანიზაცია მუშაობდა კანონის ტექსტზე პროსტიტუციის რეფორმების შესახებ, რომელიც 2003 წელს იქნა მიღებული. ჰილიმ სამუშაო ჯგუფი შექმნა და რეფორმის პროექტი დაწერა. რეფორმის შემდეგ ახალ ზელანდიაში ბორდელები ლეგალური ბიზნესი გახდა. კანონის თანახმად, პროსტიტუტები ჩვეულებრივი სამუშაო სამართლით სარგებლობენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 16:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics