ახალ ზელანდიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამს ელოდებიან

13ახალი ზელანდიის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შესაძლო ცუნამის შესახებ გააკეთა განცხადება. სამინისტრო მოქალაქეებს, რომლებიც კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე იმყოფებიან, ურჩევს ტერიტორია დატოვონ და სახლების სახურავზე ან ხეებზე აძვრნენ. “ცუნამის სანახავად სანაპიროზე არ წახვიდეთ. უსმინეთ რადიოს და საგანგებო სამსახურების მითითებებს დაემორჩილეთ” – გათქვამია განცახდებაში.

რამდენიმე საათის წინ ახალი ზელანდიის სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურებმა 7,4 მაგნიტურის რყევები დააფიქსირეს. სპეციალისტების თქმით, ეპიდცენტრი ქალაქ კრაისტჩერჩიდან 95 კილომეტრში მდებარეობდა. ამ ახალზელანდიურ ქალაქს 2011 წლის ძლიერი მიწისძვრა ჯერ კიდევ მტკივნეულად ახსოვს, რომლის დროსაც 185 ადამიანი დაიღუპა.

მსხვერპლისა და ნგრევების შესახებ ინფორმაცია ჯერეჯრობით არ გავრცელებულა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი ტრამპს იზოლაციისგან დაიცავს
შემდეგი სტატიამიშელ ობამამ Vogue-სთვის ფოტო გადაიღო