ახალ შემთხვევებს შორის ორი მცირეწლოვანია – ერთ წლამდე და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ახალ შემთხვევებს შორის ორი მცირეწლოვანია – ერთ წლამდე და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, სამ წლამდე ბავშვს, ასევე ერთ წლამდე ბავშვს დედასთან ერთად თბილისში გადაიყვანენ, ხოლო დანარჩენი ორი პირი ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში მოთავსდება. ინფიცირებულები ორი ოჯახის წევრები არიან სოფელ ლეღვადან.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეს ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 28 პირის ანალიზის პასუხს ელოდნენ, რომელთაგან აღნიშნული ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათზე დაწესებული იყო მეთვალყურეობა. მათ გამოუვლინდათ ვირუსის კლინიკური ნიშნებიც.

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილმა StopCoV ფონდში 1 მლნ ლარი გადარიცხა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად