ახალ პრეზიდენტს დაცვაც შეუმცირდება

ახალი პრეზიდენტის დაცვა სავარაუდოდ რაოდენობრივად და ხარისხობრივად შეიცვლება, -განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ. მისი განმარტებით, პრეზიდენტის დაცვის რაოდენობა შემცირდება.

„ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. დაცვა მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს. არსებობს სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება აღარ არის ჩვენ ვუკლებთ ხარისხს, ეს გამოიხატება რაოდენობაში, მატერიალურ-ტექნიკურ ჩართულობაში და ა.შ.”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხვალ ჯეიმს აპატურაი ეწვევა
შემდეგი სტატია„თავის მმართველობის პერიოდში ივანიშვილს გადაუდგამს მრავალი ნაბიჯი, რომლითაც ხეირობს ოკუპანტი” – კანდელაკი აშშ-ს ელჩის კანდიდატის შესაძლო დაბლოკვაზე