“ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“ – სუბარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება.
„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ეს არის, რომ – არა. ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, სოზარ სუბარმა ამ შეკითხვის საპასუხოდაც განაცხადა, რომ არ იქნება.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა : მთავრობის ადმინისტრაცია პარლამენტს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას დღის ბოლომდე წარუდგენს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია : ხორავას ქუჩაზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიის გუშინდელმა სხდომამ მნიშვნელოვანი ხარვეზები კიდევ ერთხელ დაადასტურა