“ახალ ძალთა მოძრაობის” პრესსამსახური: სააკაშვილის წერილის გამოქვეყნება მიუთითებს ხელისუფლების სისუსტეზე

უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” პრესსამსახური აცხადებს, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს პრესმდივნის მიერ გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის წერილი არ არის ფალსიფიცირებული.
“ეს არის პასუხისმგელობით აღსავსე პოლიტიკოსის წერილი, რომელიც შეანჯღრევს არა უკრაინის, არამედ ოლიგარქის ჯიხურს. ის, რომ ეს წერილი გამოქვეყნდა, მიუთითებს ხელისუფლების სისუსტეზე”,- თვლიან სააკაშვილის პარტიაში.
“მათ სურდათ მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაცია ინფორმაციის “გაჟონვის” საფუძველზე, თითქოს ის ითხოვს პატიებას და პირობას სდებს კარვების აღების და მარშების შეწყვეტის თაობაზე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ტყუილი”, – აცხადებენ მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, 19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ “Facebook”-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს გაუგზავნა. წერილში სააკაშვილი აღიარებს, რომ ბევრ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და ამასთან წერს, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია არ შეიძლება. “მზად ვარ ნებისმიერ დროს შეგხვდეთ უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად და ყველაფერზე მოვილაპარაკოთ”- აღნიშნავს წერილში მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღალატი, რომელიც უკრაინელებს არ ეპატიებათ
შემდეგი სტატიაგაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო