აკაკი ზოიძე – „თიბისი ბანკის“ რეპუტაციასა და ანაკლიის პროექტს ჩრდილი არ მიადგება

region
: region თებერვალი 28, 2019 17:03

აკაკი ზოიძე – „თიბისი ბანკის“ რეპუტაციასა და ანაკლიის პროექტს ჩრდილი არ მიადგება

ჩრდილი არ მიადგება არც „თიბისი ბანკის“, როგორც საფინანსო ინსტიტუტის რეპუტაციას და არც ანაკლიის პროექტს, ჩემი აზრით, ეს იყო პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგის ერთადერთი მიზეზი, რათა მკაფიოდ გამოჩენილიყო, რომ საუბარია კონკრეტული ადამიანების მიერ გატარებულ ქმედებებზე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა,

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი სწრაფად დასრულდეს.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მალე დასრულდეს, რადგან იმ ადამიანების რეპუტაციაზე არის დამოკიდებული გარკვეულწილად ანაკლიის პროექტის დროულად განხორციელების პერსპექტივა. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სწრაფად დასრულდეს. თუ რამე კითხვის ნიშნები არის, დღეს რაც მოვისმინეთ ამის მიხედვით ჩანს, რომ არის, სწრაფად და ამომწურავად გაეცეს ამ კითხვებს პასუხი, რომ რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ამ ადამიანებს, რომლებიც არიან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები და ასევე კონსორციუმის დამფუძნებლები, რომელიც ანაკლიის პროექტის განმახორციელებელია“, – განაცხადა დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტის განხორციელებას სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მაქსიმალური აქვს და რუსეთის ფაქტორზე საუბარი მხოლოდ ცილისწამებაა.

„ოპოზიციას ყოველთვის აქვს ასეთი ეჭვები და დარწმუნებით საუბრობენ, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. მათი აზრით, რაც ცუდი ხდება ამ ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია, მაგრამ ეს სიმართლესთან არაფერ კავშირში არ არის. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედია, დავადანაშაულოთ, რომ ქვეყნისთვის ზიანის მოტანა უნდა ან ქვეყნის განვითარების წინააღმდეგია წინააღმდეგია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაკეთდა. პროკურორმა, სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები წარადგინა.

region
: region თებერვალი 28, 2019 17:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,932
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics