აკაკი ზოიძე : შეიძლება შეცდომები იყო, მაგრამ იდეალური კანდიდატი გვყავს

შეიძლება შეცდომები იყო, მაგრამ იდეალური კანდიდატი გვყავს პრეზიდენტის უფლებამოსილებისთვის, რომელიც ამ თანამდებობას აქვს – ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.მისი თქმით, მეორე ტურამდე საჭიროა ახალი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

„ყველა ხედავს, რომ მეორე ტურთან მიმართებაში შეიცვალა სტრატეგია და ტაქტიკაც. გუნდი აკეთებს გადაწყობას ისევე, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. უახლოეს მომავალში ყველა დაინახავს, რამდენად აქტიური იქნება წინასაარჩევნო კამპანია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით.

ვთქვით, რომ არის კომუნიკაციის პრობლემა, ეს პირველმა ტურმა დაგვანახა. პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ ვერ მიგვაქვს ჩვენი გზავნილი მოსახლეობასთან, არამედ პრობლემაა, რომ ჩვენთან ისე არ მოდის მოსახლეობის გზავნილი, როგორც საჭიროა. გზავნილი მივიღეთ პირველ ტურზე. თითოეულ ინიციატივაზე მოსახლეობისგან რეაქცია უნდა მივიღოთ. იმ დროის განმავლობაში, რა დროც დარჩა, უნდა შევძლოთ სრულიად ახალი კამპანიის ჩატარება. შეიძლება შეცდომები იყო, მაგრამ იდეალური კანდიდატი გვყავს პრეზიდენტის იმ წონისთვის, უფლებამოსილებისთვის, რომელიც ამ თანამდებობას გააჩნია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაში“საოლქო საარჩევნო კომისიიდან სამაგიდო სიები ამოიღეს და სუს-ში წაიღეს” – ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაუკრაინის გენპროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა