აკაკი ზოიძე – საქართველოს მთავრობა ლარის დასტაბილურების დამაჯერებელ გეგმას წარმოადგენს

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამომწურავი კომენტარი გააკეთეს ლარის კურსზე, რაც ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციების საფუძველზე, ლარის დასტაბილურების დამაჯერებელ გეგმას წარმოადგენს.

„რაც შეეხება ლართან დაკავშირებული სიტუაციის საშუალო და გრძელვადიან გაჯანსაღებას, პირველი გახლავთ საბიუჯეტო პრიორიტეტების სწორედ შერჩევა, ანუ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შექმნა, როგორც 2017, ისე მომავალ წლებში. ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურული ხარჯების მკვეთრ ზრდას და ადმინისტრაციული, ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება მთავრობის მიერ, როცა დამტკიცდება პარლამენტში მთავრობა, ახალი ბიუჯეტი,სადაც ეს პრიორიტეტები იქნება ძალიან ნათლად ასახული“,-აღნიშნა ზოიძემ.

რაც შეეხება ლარის დედოლარიზაციის პროგრამას, აკაკი ზოიძის თქმით, ამის თაობაზე ეროვნული ბანკი დიდი ხანია, საუბრობს, გარკვეული ზომებია მიღებული, მათ შორის დეპოზიტებთან მიმართებაში.

„მთავარი ამოცანა დედოლარიზაციის არის ევროვნულ ვალუტაში სესხების და დეპოზიტების წახალისება. ამ მიზნით, მთავრობასთან ერთად, გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარი იქნება სწორედ საბაზრო მექანიზმებზე და არა რაღაც უხეშ რეგულაციებზე. ეადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში“,-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში გაუპატიურებისათვის მსჯავრდებული 28 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ გაამართლეს
შემდეგი სტატიაახალ ზელანდიაში მიწისძვრის შემდეგ კაიკუტას მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს