აკაკი ზოიძე: საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება უფასო სკრინინგის ჩატარება

„ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ საქართველოში C ჰეპატიტი – ამის შესახებ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე თქმით პროცესი მნიშვნელოვანია ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია და ხელისუფლების ეფექტიანი ქმედება.

,,სწორედ ასეთი ქმედების ერთ-ერთი დემონსტაციაა ის ნაბიჯი, რომ ამიერიდან მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში შეეძლებათ უფასო სკრინინგის ჩატარება.

მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, მოქალაქეთა ჩართულობა გამოკვლევების პროცესში ჯერ კიდევ არასაკამრისია, ამ სიახლის შედეგად კი უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს უფასო სკრინინგით. იუსტიციის სახლებს უამრავი მომხმარებელი ჰყავთ; ყოველდღიურად 10 000-ობით ადამიანს უხდება იქ მისვლა, ამა თუ იმ სახელმწიფო სერვისის მისაღებად – შესაბამისად, ამ პროგრამის დაწყება იქნება გარდამტეხი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში. შევძლებთ ბევრი მოქალაქის მოცვას და მოტივირებას, რომ გაიკეთონ უფასო ანალიზი, იმის დასადგენად აქვთ თუ არა ეს ვირუსი.

აღსანიშნავია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძალისხმევა ამ პროცესში. ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის მხრიდან ზრუნვის გამოვლენა თავისი მოქალაქეებისადმი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 60 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ნაწილმა დაამთავრა, ნაწილი მკურნალობს; განკურნების მაჩვენებელი, 98 % – ია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიკეთოს გამოკვლევა, რათა დროულად დაადგინოს აქვს თუ არა ეს ვირუსი და შესაბამისად, ჩაერთოს მკურნალობის პროცესში“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირებისთვის სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატია,,ფინანსური დარღვევები ჩემთან რა კავშირშია?!- 24 დღიანი კუთვნილი შვებულება ავიღე“