აკაკი ზოიძე: სამედიცინო ნარჩენები განსაკუთრებით საშიში ეპიდემიების გავრცელების პოტენციური წყაროა

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს განსაკუთრებით საშიში ეპიდემიების გავრცელება, რადგანაც სამედიცინო ნარჩენები ეს არის პოტენციური წყარო უაღრესად საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში განთავსებაზე ჯარიმების გაზრდას.

აკაკი ზოიძის თქმით, სამედიცინო ნარჩენების მართვის წესის დარღვევის შემთხვევაში, განვითარებულ ქვეყნებში, ხშირად, ჯარიმაზე მკაცრი სასჯელებია.

„არა მხოლოდ ჯარიმები, არამედ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. საუბარი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანებს, პრევენციის მიზნით, განვუმარტოთ, რომ ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. საუბარია ძირითადად, კლინიკებზე, ეს არ არის ძირითადად, ფიზიკური პირების მიერ ჩადენილი დანაშაული. საუბარია იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც საკმარისი მოგება და შემოსავალი აქვთ, იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამედიცინო ნარჩენების მართვა ისე, რომ ადამიანებს საფრთხე არ შეუქმნან“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ზვიად კუპრავას 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს