აკაკი ზოიძე რუსეთთან 1993 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ უნდა მოხდეს იმ ხელშეკრულების დენონსირება, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელმძღვანელს ცინიკური ინსინუაციების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

„გუშინ გავრცელდა მორიგი, პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე განცხადება ბატონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის, მედოევის, რომ თითქოს არსებობს 1993 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენ მოვალე ვართ, რომ უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს მოქალაქეებს და თურმე კიდევ ვალი გვაქვს „სამხრეთ ოსეთის“, რომ კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა. მე გთხოვთ, რომ იქნებ ჩვენ დავიწყოთ პროცესი ამ ხელშეკრულების დენონსირების. ოკუპანტთან დეფაქტო გაკეთებული ასეთი ხელშეკრულებები არ მუშაობს, მაგრამ დე იურეც, უნდა გავაკეთოთ დენონსირება, რომ ასეთი ცინიკური ინსინუაციების საფუძველი ოკუპანტებს და მარიონეტებს არ ჰქონდეთ. ჩვენ „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს ვმკურნალობთ იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან, ხოლო ოკუპანტებს ასეთი ცინიზმის საშუალება არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას თქმით, ამ საკითხზე შეიძლება მუშაობა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ
შემდეგი სტატია,,ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იქნება”