აკაკი ზოიძე : პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს მიკროსკოპის ქვეშ გავატარებთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 15, 2019 13:49

აკაკი ზოიძე : პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს მიკროსკოპის ქვეშ გავატარებთ

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს მიკროსკოპის ქვეშ გაატარებს. როგორც ჟურნალისტებს ზოიძემ განუცხადა, კანდიდატების მხარდაჭერა მათი პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, კვალიფიციურობისა და რეპუტაციის მიხედვით მოხდება.

„შეიძლება, გარკვეულ დასკვნებში ან პოლიტიკურ შეფასებებში ჩემს კოლეგებსა და არამოსამართლე წევრებს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ დღევანდელ შეხვედრას დავესწარი, რათა პასუხები მქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატებისა და კრიტერიუმების მიმართ კითხვა არ იყოს. თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ გადაწყვეტილება მიღებული თავისუფალი კენჭისყრით უნდა იყოს სამი კრიტერიუმის მიხედვით – პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, კვალიფიციურობისა და რეპუტაციის თვალსაზრისით.

მინდა, კითხვები მოისმინო, მეორე თემაა რამდენად ობიექტური და სუბიექტური კითხვებია, მაგრამ მიკროსკოპის ქვეშ უნდა გატარდეს თითოეული კანდიდატი, ვისაც მხარს დავუჭერთ. თუ იქნება ხუთი-შვიდი ღირსეული კანდიდატი, უნდა დაინიშნოს და დანარჩენზე უარი ვთქვათ. შემდეგ ეს პროცესი ან თავიდან უნდა დაიწყოს, ან საკითხი შემდეგი მოწვევის პარლამენტმა გადაწყვიტოს. თუ 16 ღირსეული კანდიდატი იქნება, პასუხები ამომწურავი იქნება, თუმცა არ მგონია, რომ 20 იდეალური კანდიდატი მოვძებნოთ. ჩემთვის მთავარია არა არითმეტიკა, არამედ ის ადამიანები, ვისაც მხარს დავუჭერთ. როცა ჩვენთან კანდიდატები მოვლენ მიკროსკოპის ქვეშ გავატარებთ”, – დასძინა ზოიძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი, ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან. შეხვედრას უმრავლესობის წევრები ბიძინა გეგიძე და აკაკი ზოიძეც ესწრებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 15, 2019 13:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,287
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics