აკაკი ზოიძე – მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის უკვე დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი იკვეთება

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე. აქედან 90 უშუალო კონტაქტია.

„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და მათი ყველას გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“ ,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშინატო არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
შემდეგი სტატიაქეთევან ჯოხაძემ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადასცა